
NASA დაიქირავებს SpaceX-ს სამი დამატებითი Crew Dragon ფრენით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, რათა თავიდან აიცილოს ეკიპაჟის როტაციის შედერხება. სააგენტო აგრძელებს Boeing Co-სთან მუშაობას იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც Starliner-ით ასტრონავტების გადაყვანას უშლის ხელს.
SpaceX-ის ახლად დაშვებული ფრენები, სავარაუდოდ, 2023 წელს შესრულდება. ხელშეკრულების გადასინჯვის პოტენციური ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა.
Boeing-ი CST-100 Starliner-ის გაშვებას აგვისტოში მეორე უპილოტო სადემონსტრაციო მოგზაურობისთვის გეგმავდა, თუმცა მოწყობილობის სარქველების გაუმართაობამ აიძულა ფრენების გაუქმება და სისტემის გადახედვა.
Boeing-ი იმედოვნებს, რომ ფრენები 2022 წლის პირველ ნახევარში გადაიგეგმება. NASA-მ განაცხადა, რომ გააგრძელებს Boeing-თან მუშაობას პრობლემების გადასაჭრელად და Starliner-ის სერტიფიცირებისთვის მოსამზადებლად.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ ბახმანი