LIVE

შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა

04 დეკ 202100:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 9550
შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო კლუბი "ხიდი" დააჯარიმა. 

21 თვიანი პაუზის შემდეგ, დღეს "ხიდმა" პირველ საკლუბო ღამეს უმასპინძლა, რის გამოც 10 000 ლარით დაჯარიმდა. ღონისძიებას მხოლოდ ე.წ. მწვანე სტატუსის მქონე პირები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.