LIVE

ერდოღანმა მოულოდნელად ფინანსთა მინისტრი შეცვალა - ლირა უფასურდება

02 დეკ 202115:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 3838
ერდოღანმა მოულოდნელად ფინანსთა მინისტრი შეცვალა - ლირა უფასურდება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადმინისტრაციაში განხეთქილების ფონზე ფინანსთა მინისტრი მოულოდნელად შეცვალა. განხეთქილება რეფინანსირების განაკვეთის აგრესიულ შემცირებას უკავშირდება, რაც ვალუტის გაუფასურებას და გაზრდილ ინფლაციას იწვევს. როგორც საკითხთან დაახლოებული პირები ამბობენ, მინისტრი განაკვეთების შემცირებას ეწინააღმდეგებოდა.

ლუთფი ელვანს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პოსტს 12 თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა, ნურედინ ნებათი შეცვლის. ნებათი 2018 წლიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილეა და ყოფილი ეკონომიკის მინისტრის და ერდოღანის სიძის, ბერატ ალბაირაკის ახლობლად ითვლება.

თურქული ლირა, რომელიც უკვე რეკორდულად გაუფასურდა ერდოღანის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კიდევ უფრო შესუსტდა. ლირა სინგაპურში ხუთშაბათს დილის 08:00 საათისთვის $13.43-ად ივაჭრებოდა.

ცენტრალური ბანკის განაკვეთების ბოლოდროინდელმა შემცირებამ, რომელიც პრეზიდენტმა წაახალისა, თურქული აქტივები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ინვესტორები ეჭვქვეშ აყენებენ ეკონომიკის მართვის არატრადიციულ მიდგომას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ქაგან ჩოკი