LIVE

პიტერ ბეკი - ილონ მასკის კონკურენტი კოსმოსში

06 დეკ 202121:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 727
პიტერ ბეკი - ილონ მასკის კონკურენტი კოსმოსში

საშუალო სკოლაში, კარიერულმა მრჩეველმა პიტერ ბეკს უთხრა, რომ რაკეტების შექმნა "აბსურდულად მიუწვდომელი" კარიერა იყო. ახალ ზელანდიელს გარკვეული დრო დასჭირდა თინეიჯერული ოცნების რეალიზებისთვის. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბეკი კოსმოსური ხომალდების დიზაინზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური საუნივერსიტეტო განათლება არ ჰქონდა, ის დაკავებული იყო სუპერკომპიუტერების, ქარის ტურბინებისა და სხვა პროდუქტების ინჟინერიითაც.

ბეკმა Rocket Lab-ი 2006 წელს დააარსა. კომპანია სასურველი ვარიანტი გახდა მცირე თანამგზავრების ორბიტამდე მისატანად. მისი სატრანსპორტო საშუალება Electron-ი შექმნილია იმისათვის, რომ იყოს იაფი და საიმედო. ჯერჯერობით მას 21 წარმატებული გაშვება ჰქონდა, რაც მეორე ყველაზე მაღალი რიცხვია ნებისმიერი კერძო კოსმოსური ტრანსპორტისთვის და მხოლოდ SpaceX-ის Falcon 9-ს ჩამოუვარდება.

Neutron-ი, კომპანიის უფრო დიდი რაკეტა, რომელიც ახლა განვითარების პროცესშია, უფრო დიდ დატვირთვას მიიღებს, მათ შორის NASA-სგან. ეს უფრო მძლავრი რაკეტა ბეკს პირდაპირ კონკურენციაში ჩააყენებს ილონ მასკის კომპანიასთან, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთ მისიაში მაინც. თუმცა, მათ შორის არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება: განსხვავებით SpaceX-ისგან, რომელიც კერძო საკუთრებაში რჩება, ჩვეულებრივ ინვესტორებს ახლა ბეკის ხედვაზე ფსონების დადება შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ Rocket Lab-ის პირველადი საჯარო შეთავაზების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 56%-ით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პოლ ალენი