LIVE

სად რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ომიკრონის შტამით - სტატისტიკა

02 დეკ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1383
სად რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ომიკრონის შტამით - სტატისტიკა

Covid-19-ის ომიკრონის ვარიანტი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში აღმოაჩინეს, რაც ახალი შტამების შემცირების სირთულეებს ადასტურებს. 

ინფიცირების შემთხვევების უმეტესობა უკავშირდება მოგზაურებს, რომლებსაც დაავადება საზღვრებს გარეთ გადააქვთ. 

სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ ახალი შტამისგან მოსალოდნელი შედეგი. მთავრობებმა აკრძალეს სამხრეთ აფრიკიდან და მიმდებარე ქვეყნებიდან, მოგზაურების მიღება, რათა თავი დაიცვან ომიკრონის გავრცელებისგან, მაშინ, როცა უცნობია, რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ. 

რუკაზე ყვითლად მონიშნულია ქვეყნები, სადაც ამ დროისთვის ომიკრონის შტამი ფიქსირდება. 

სამხრეთ აფრიკა - PCR ტესტების ადრეულმა ნიმუშებმა აჩვენა, რომ შუა კვირაში სამხრეთ აფრიკის პროვინციაში, რომელიც იოჰანესბურგს მოიცავს, 1100 ახალი შემთხვევიდან 90% ახალ ვარიანტზე მოდიოდა. 

ბოტსვანა - მინიმუმ 19 შემთხვევა; 

დიდი ბრიტანეთი - ხუთი შემთხვევა, რომელთაგან ბოლო ორი ერთმანეთთან ან წინა შემთხვევებთან კავშირში არ არის.

გერმანია - ორი შემთხვევა დაფიქსირდა მოგზაურებში, რომლებიც მიუნხენის აეროპორტში სამხრეთ აფრიკიდან ჩავიდნენ. 

ნიდერლანდები - 13 შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს შორის. 

დანია - ორი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს შორის. 

ბელგია - ერთი შემთხვევა 

ისრაელი - ერთი დადასტურებული და რამდენიმე საეჭვო შემთხვევა 

იტალია - ერთი შემთხვევა, რომელიც გადაადგილდებოდა ქვეყნის მასშტაბით, სანამ ინფექცია დაუდასტურდებოდა. 

ჩეხეთის რესპუბლიკა - ერთი შემთხვევა

ავსტრია - შტამი სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ პირს დაუდასტურდა. მიმდინარეობს 30 საეჭვო შემთხვევის კვლევა. 

შვეიცარია - სამი ინფიცირებული იმყოფება იზოლაციაში. 

საფრანგეთი - რვა საეჭვო შემთხვევა

პორტუგალია - მიმდინარეობს 13 შემთხვევის კვლევა. მათ შორის ერთ-ერთია პირი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩავიდა სამხრეთ აფრიკიდან. 

ესპანეთი - ერთი შემთხვევა

შვედეთი - ერთი შემთხვევა

ჰონგ-კონგი - ორი შემთხვევა 

ავსტრალია - ორი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ მოგზაურებს შორის. 

იაპონია - ორი შემთხვევა

კანადა - ოთხი შემთხვევა, მათ შორი ორი პირი იმყოფებოდა ნიგერიაში. 

ბრაზილია - ორი შემთხვევა - ინფექცია სამხრეთ აფრიკიდან ჩასულ წყვილს დაუდასტურდა. 

ნორვეგია - ორი დადასტურებული შემთხვევა - ორივე იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში. 

ირლანდია - ერთი დადასტურებული შემთხვევა  

აშშ - ერთი დადასტურებული შემთხვევა - ინფიცირებული კალიფორნიაში მცხოვრები სრულად ვაქცინირებული პირია, რომელიც ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან 22 ნოემბერს დაბრუნდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია