
საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები აშუქებენ. Bloomberg-ი წერს, რომ წესრიგის შესანარჩუნებლად, პოლიციამ სასამართლოს წინ შეკრებილი მომიტინგეების დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.
სააკაშვილმა, რომელმაც შვიდკვირიანი შიმშილობა მიმდინარე თვეს დაასრულა, უარყო ბრალდებები, რომ მან პრეზიდენტის უფლებამოსილებას გადააჭარბა. „მე არ ვარ აქ იმისთვის, რომ მონაწილეობა მივიღო ამ დადგმულ სპექტაკლში“,- თქვა მან.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. 2013 წლის შემდეგ ის პირველად შემოვიდა საქართველოში. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სააკაშვილი ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდა.
“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. სააკაშვილი ამბობს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. მიმდინარე თვეში მან დახმარებისთვის აშშ-ს მიმართა და გააფრთხილა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გადადის იმ პროდასავლური გზიდან, რომელსაც ის 2003 წლის ვარდების რევოლუციით დაადგა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰელენა ბედველი