LIVE

სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის პირობებში ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა

29 ნოე 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1248
სააკაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის პირობებში ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი მმართველობისას საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო ის რაც ახლა ხდება ტრაგედიაა.

„მსოფლიო ბანკის" მონაცემებით საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ნომერ პირველი რეფორმატორი რეგიონში და ევროპაში. 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა ჩემი პრეზიდენტობის პირობებში. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა დოლარში 0%-ით გაიზარდა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზის პირობებში ეროვნული დოვლათი გაიზარდა 4-ჯერ. საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ. ხელფასები და პენსიები გაიზარდა 10-ჯერ. ჩემს შემდეგ ხელფასები შემცირდა იმიტომ, რომ ლარი გაუფასურდა. შევარდნაძის შემდეგ ჩვენ ლარი 28%-ით გავაძლიერეთ. ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ლარის კურსი დაეცა 2-ჯერ. ფასებმა მოიმატა მინიმუმ სამჯერ. ხელფასები არც საჯარო და არც კერძო სექტორში ინფლაციას თუ გავითვალისწინებთ, თითქმის არ გაზრდილა. ეკონომიკა არ გაზრდილა არც ერთი პროცენტით, ეს არის ტრაგედია“,- განაცხადა სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მისი საქმის განხილვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში სამართალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს.