LIVE

ღარიბაშვილი: 10 თვეში ეკონომიკური ზრდა 10.5%-ია - გილოცავთ ამ სასიხარულო ამბავს

29 ნოე 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1106
ღარიბაშვილი: 10 თვეში ეკონომიკური ზრდა 10.5%-ია - გილოცავთ ამ სასიხარულო ამბავს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოქტომბრის ეკონომიკური ზრდა 7%-მდეა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 10 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10.5%-ს შეადგენს, რაც უპრეცედენტოდ მაღალია ევროპაში.

წინასწარ მინდა გითხრათ, რომ ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 7%-მდე, რაც ჯამში 10 თვეში 10,5% გამოდის. ეს მართლაც უნიკალური, უპრეცედენტო ზრდაა მთელს რეგიონში და არა თუ რეგიონში, მთელს ევროპაში. კიდევ ერთხელ, გილოცავთ ამ ძალიან სასიხარულო ამბავს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, "საქსტატი" ხვალ აქვეყნებს ოქტომბრის ეკონომიკური ზრდის წინასწარ მონაცემს. მთავრობა წელს 10%-იან ზრდას ელის.