
ტაილანდი პანდემიით დაზარალებული ტურისტული სექტორის აღსადგენად ახლადშექმნილ კრიპტო მილიონერებს უმიზნებს.
ქვეყნის ტურიზმის ორგანო მარეგულირებლებთან და ადგილობრივ კრიპტოვალუტის ბირჟასთან მუშაობს, რათა მოგზაურობისთვის ციფრული მონეტების მიღება გახდეს შესაძლებელი. სტრატეგია შესაძლოა, ტურიზმზე დამოკიდებულ ქვეყანას პანდემიის შედეგად მიღებული $80 მილიარდიანი ზარალის ანაზღაურებაში დაეხმაროს.
თუმცა, სავარაუდოდ, ტურისტების მიერ ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა ციფრული მონეტების მოგზაურობის დროს გამოყენებას გარკვეული დრო დასჭირდება. ტაილანდი, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, კრიპტოვალუტებს ლეგალურ გადახდის საშუალებად ჯერჯერობით არ ცნობს. ტურიზმის სახელმწიფო ორგანო კრიპტოვალუტის ფართო მიღებას იმ დროისთვის გეგმავს, როდესაც გლობალური მოგზაურობა სრულად აღდგება.
ტაილანდის ხელისუფლება 2022 წელს ასევე შექმნის ახალ ერთეულს, რომელიც საკუთარი კრიპტო მონეტის გამოშვებაზე იმუშავებს, აწარმოებს საფულეს და შექმნის ახალ ტურისტულ ეკოსისტემას. ერთეულის შესახებ მოლაპარაკებები უკვე იწარმოება ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიასთან, ასევე ტაილანდის ბანკთან და Bitkub Online-თან, ქვეყნის უმსხვილეს კრიპტო ბირჟასთან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პრიმ ჩუვირიჩი