
Off-White-ის დამფუძნებელი და Louis Vuitton-ის დიზაინერი, ვირჯილ აბლო, კიბოსთან 2-წლიანი ბრძოლის შემდეგ, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"ჩვენ ყველანი შოკირებული ვართ. ვირჯილი არ იყო მხოლოდ გენიალური დიზაინერი, ის ასევე იყო ლამაზი სულის და დიდი სიბრძნის ადამიანი",- განაცხადა LVMH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარ არნომ ჯგუფის ოფიციალურ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
აბლოს ინსტაგრამ პოსტში ნათქვამია, რომ ის გაბედულად ებრძოდა კიბოს იშვიათ, აგრესიულ ფორმას, გულის ანგიოსარკომას.
ვირჯილ აბლო Louis Vuitton-ში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინზე იყო პასუხისმგებელი. LVMH-მა ასევე შეიძინა აბლოს ქუჩის ტანსაცმლის პოპულარული ბრენდის, Off-White-ის 60%-იანი წილი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანჯელინა რასკუეტი