LIVE

ბაიდენი უკრაინაში გადატრიალების შესახებ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა

27 ნოე 202117:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1225
ბაიდენი უკრაინაში გადატრიალების შესახებ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა
Image byThe White House

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების გამო ქვეყანაში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ.

“ეს მაწუხებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს ვუჭერთ მათ შესაძლებლობას, მართონ საკუთარი სახელმწიფო”, - განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ამ ვითარების უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განხილვას, ჯო ბაიდენმა უპასუხა: “ეს სავსებით შესაძლებელია”.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა არსებულ ინფორმაციაზე უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებაში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები უკრაინის შიგნით დიდ გამოწვევებს აფიქსირებენ.

ახმეტოვმა ზელენსკის განცხადებას ომსა და სახელმწიფო გადატრიალებაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ “სრული სიცრუე” უწოდა: “ჩემი პოზიცია იყო და იქნება ცალსახა - დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ინტეგრირებული უკრაინა ყირიმთან და ჩემს მშობლიურ დონბასთან ერთად. ჩემი ქმედებები ამას ადასტურებს”.