LIVE

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 1 მარტამდე გადავადდა

26 ნოე 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 542
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება 1 მარტამდე გადავადდა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 1 მარტამდე გადავადდა. შესაბამის დადგენილებას პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ ბირჟა ჯერ კიდევ 1 ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, შემდეგ კი თარიღმა 6 თვით გადაიწია, რის მიზეზადაც ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა დასახელდა.

ცნობისთვის, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება რეგულირებულ ჰიდრო და თბოსადგურებს ექნებათ, ასევე იმ ჰესებს, რომლებსაც ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. აღნიშნულ პლატფორმაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საათობრივად ივაჭრონ, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ელექტროენერგიის ღირებულება დღის განმავლობაში უფრო მაღალი, ხოლო ღამის პერიოდში დაბალი იქნება.