LIVE

საგანელიძე ფონდის რეფორმაზე: რაც დავინიშნე, იმ დღიდან ველოდები

26 ნოე 202115:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1128
საგანელიძე ფონდის რეფორმაზე: რაც დავინიშნე, იმ დღიდან ველოდები

საპარტნიორო ფონდის დირექტორი, დავით საგანელიძე ფონდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგია. მისი განცხადებით, ფონდს საკმარისად აქვს თავისი რესურსები და თუ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების საშუალება ექნება, უკეთეს შედეგს დადებს. 

საგანელიძის თქმით, ფონდის რეფორმას თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ელოდება.

„საპარტნიორო ფონდი გაცილებით წარმატებული იქნება თუ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების საშუალება ექნება. დღეს ისეთ საქმეებს აკეთებს რაც ფონდის გასაკეთებელი არ არის. კანონპროექტი, რომელიც შეტანილია პარლამენტში ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსებას გულისხმობს. პირადად მე წინააღმდეგი ვარ. იმიტომ, რომ ფონდს საკმარისად აქვს თავისი რესურსები. ფონდმა დაახლოებით  250 მილიონი ჩადო ახალ ბიზნესებში და ამ რესურსით 2 მილიარდის გარე დაფინანსების მოზიდვა შეძლო, ანუ 1 დოლარზე დაახლოებით 8 დოლარის. ეს ფანტასტიკური შედეგია და მოხდა ბიუჯეტის დაფინანსების გარეშე“,- განუცხადა საგანელიძემ „ბიზნეს ფორმულას“.

მისი თქმით, თუ საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო საწარმოებში ჩადებული თანხებიდან გარკვეული დივიდენდების მიღებას შეძლებს, საბიუჯეტო დაფინანსება არ დაჭირდება.