LIVE

დავითაშვილი: ქვეყანაში მუდმივად არის 2 თვის სამყოფი ხორბალი

26 ნოე 202114:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 848
დავითაშვილი: ქვეყანაში მუდმივად არის 2 თვის სამყოფი ხორბალი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასურსათო მარაგების ამოწურვის საფრთხე საქართველოს არ ემუქრება და ქვეყანას ხორბლის საკმარისი მარაგი აქვს.

„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ქვეყანაში არსებული სასურსათო მარაგების მონიტორინგს. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ  მარაგებთან, მათ შორის ხორბალთან  დაკავშირებით პრობლემა არ დგას. ქვეყანაში მუდმივად არის 2 თვის სამყოფი ხორბალი. ბოლო ერთ თვეში ხორბლის მარაგი დამატებით 30 ათასი ტონითაც შეივსო“,- განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე გაზრდილმა საბაჟო მოსაკრებელმა ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გააძვირა. შესაბამისად, იმპორტიორები ხორბლის ნაცვლად უპირატესობას ფქვილის იმპორტს ანიჭებენ.