LIVE

ბიტკოინის ფასი 20%-ით შემცირდა

26 ნოე 202115:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 552
ბიტკოინის ფასი 20%-ით შემცირდა

ბიტკოინის ფასი მიმდინარე თვის დასაწყისთან შედარებით 20%-ით დაეცა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ კორონავირუსის ახალმა ვარიანტმა ტრეიდერები აიძულა, უარი ეთქვათ სარისკო კაპიტალზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  

მსოფლიოში უდიდესი ტოკენის ფასი დღეს ლონდონში გამართულ ვაჭრობაში 7.5%-ით დაეცა და $54 430 შეადგინა. 9%-ით შემცირდა ეთერიუმის ღირებულებაც. Bloomberg Galaxy Crypto Index-ი კი 4%-ით დაეცა.

მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში ბიტკოინმა რეკორდულ მაჩვენებელს, თითქმის $69 000 მიაღწია, ის ზეწოლის ქვეშაა. 

ანალიტიკოსები ნეგატიური გავლენის მქონე ფაქტორებს შორის ასახელებენ აშშ-ის ციფრული ვალუტების საგადასახადო ანგარიშგების მოთხოვნასა და ჩინეთში მარეგულირებლის როლის გაზრდას.

ყველაფრის მიუხედავად, უმსხვილესი ტოკენის ფასი მიმდინარე წელს მაინც 85%-ზე მეტით გაიზარდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინჯერი