LIVE

საქართველოდან გაყინული ქათმის ექსპორტი ₾4 მილიონამდე გაიზარდა

27 ნოე 202116:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 1381
საქართველოდან გაყინული ქათმის ექსპორტი ₾4 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს გაყინული ქათმის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 4.5 ჯერ გაეზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან $3.9 მილიონის გაყინული ქათამია ექსპორტირებული. 

როგორც "ბიზნეს ფორმულას" "საქსტატიდან" აცნობეს,TOP-3 საექსპორტო ბაზარია:

  • სომხეთი - $2.8 მილიონი / 2.5 ათასი ტონა
  • უზბეკეთი - $731.3 ათასი / 622.2 ტონა
  • აზერბაიჯანი - $324.2 ათასი / 535.6 ტონა.

2020 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, წელს გაყინული ქათმის იმპორტში გადახდილი თანხა $8.2 მილიონიდან $9.1 მილიონამდე გაიზარდა.

2021 წელს საქართველოში გაყინული ქათმის იმპორტიორების TOP-3 შემდეგია:

  • თურქეთი - $4.2 მილიონი / 3 ათასი ტონა
  • ბრაზილია - $3 მილიონი / 2.9 ათასი ტონა
  • უკრაინა - $1.5 მილიონი / 1.1 ათასი ტონა