LIVE

ევროპაში ვაქცინაციამ თითქმის ნახევარი მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა - კვლევა

26 ნოე 202111:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 855
ევროპაში ვაქცინაციამ თითქმის ნახევარი მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა - კვლევა
dpa

ვაქცინაციამ ევროპის 33 ქვეყანაში 60 წელზე მეტი ასაკის სულ მცირე 470 000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინაციამ მოსალოდნელი სიკვდილიანობა გაანახევრა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისისა და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (ECDC) ბოლო კვლევის შეფასებები არ მოიცავს ვაქცინაციის შედეგად გადარჩენილ სიცოცხლეს 60 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში და ვაქცინაციის არაპირდაპირი ზემოქმედების შედეგად გადარჩენილ სიცოცხლეს. 

30 ქვეყანაში ყველაზე მეტი გადარჩენილი სიცოცხლე 80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს შორის დაფიქსირდა - დაახლოებით 261 421.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 დამანგრეველი აღმოჩნდა ლეტალობის თვალსაზრისით, WHO-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს ანრი კლუგემ განაცხადა, რომ “ვაქცინის გარეშე კიდევ ბევრი ადამიანი დაიღუპება. ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს და რაც შეიძლება სწრაფად დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები, მაგრამ ვაქცინაციას უნდა ახლდეს მთელი რიგი პრევენციული ზომები”.

ECDC-ის დირექტორმა, ანდრეა ამონმა განაცხადა, რომ COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლა კონტინენტის ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

“იმ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც მიაღწიეს ვაქცინაციის მაღალ მაჩვენებელს, ჯერ კიდევ არსებობს ქვეჯგუფები და ასაკობრივი ჯგუფები, რომლებშიც დაფარვა სასურველზე დაბალი რჩება. ხანდაზმულთა ვაქცინაცია უნდა დარჩეს პრიორიტეტად, რათა გადავარჩინოთ მრავალი სიცოცხლე მომდევნო კვირებსა და თვეებში”, - განაცხადა ამონმა.