LIVE

კორონავირუსის ვაქცინა მუცლად მყოფი ბავშვისთვის უსაფრთხოა - კვლევა

25 ნოე 202123:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 950
კორონავირუსის ვაქცინა მუცლად მყოფი ბავშვისთვის უსაფრთხოა - კვლევა
Anthony Devlin/Bloomberg

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებით, ინგლისში 24,000 ვაქცინირებული ქალის მონაცემის ანალიზი აჩვენებს, რომ Covid-ის ვაქცინები ორსულებისთვის უსაფრთხოა.  

კვლევის მიხედვით, მკვდრადშობადობისა და ნაადრევი მშობიარობის მაჩვენებლები ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ დედებში მსგავსია. 

ანგარიში აჩვენებს, რომ 2021 წლის თებერვლიდან სექტემბრამდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არც ერთი ინფიცირებული სრულად ვაქცინირებული ორსული ქალი არ მოხვდა.

ეს ყველაზე სიღრმისეული კვლევაა, რაც კი ინგლისში ვაქცინის ნაყოფზე გავლენის შესწავლის მიზნით ჩატარებულა. 

ინგლისში მომავალ დედებს ვაქცინაციას აპრილის შუა რიცხვებიდან Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით სთავაზობენ. 

ორსულები ვაქცინის გაკეთებისგან თავს ხშირად იკავებენ, რაც ექიმებისთვის საგანგაშოა, რადგან აღმოჩნდა, რომ ორსული ქალები მძიმე დაავადებების მიმართ უფრო დაუცველები არიან. მიმდინარე წლის დასაწყისში ინგლისის საავადმყოფოებში ყველაზე მძიმედ დაავადებული პაციენტების თითქმის 20%-ს სწორედ ორსულები შეადგენდნენ. კოვიდის გამო, ჰოსპიტალიზებული ორსული ქალების დაახლოებით 98% არავაქცინირებულია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუზი რინგი