LIVE

Adidas-ი და Coinbase-ი პარტნიორები გახდნენ

25 ნოე 202118:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 728
Adidas-ი და Coinbase-ი პარტნიორები გახდნენ

Adidas Originals-ი Coinbase-თან თანამშრომლობს. ინფორმაცია კომპანიამ Twitter-ზე გაავრცელა. Coinbase-მა ტვიტს ხელის ჩამორთმევის ემოჯით უპასუხა.

თანამშრომლობა კრიპტოვალუტით გადახდების მიღებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

ახალმა ამბავმა სწრაფად მიიპყრო ყურადღება Twitter-ზე. პოსტმა ერთ საათზე ნაკლებ დროში 8000-ზე მეტი მოწონება დააგროვა. ბევრმა კრიპტო ენთუზიასტმა გამოხატა აღფრთოვანება ამ ამბების გამო.

გასული წლის განმავლობაში, უფრო ტრადიციულმა საცალო გიგანტებმაც დაიწყეს ნაბიჯების გადადგმა კრიპტოვალუტით გადახდების მიღებისკენ.

Coinbase 2012 წელს დაარსდა, როგორც პლატფორმა ბიტკოინის, ეთერიუმისა და სხვა კრიპტოვალუტების შესანახად. ბოლო თვეების განმავლობაში ის ასევე თანამშრომლობდა esports ორგანიზაცია Team Liquid-თან და პენსილვანიის უნივერსიტეტის Wharton Business School-თან კრიპტოვალუტით გადახდების გასააქტიურებლად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პატრიკ მაკჰილი