LIVE

WHO-ს ხელმძღვანელმა პირებმა ახალი შტამის შესახებ იმსჯელეს

25 ნოე 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 536
WHO-ს ხელმძღვანელმა პირებმა ახალი შტამის შესახებ იმსჯელეს
Waldo Swiegers/Bloomberg

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) ოფიციალურმა პირებმა დღეს  სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში გავრცელებული Covid-19-ის ახალი შტამის შესახებ იმსჯელეს.  

UCL გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორის, ფრანსუა ბალუქსის თქმით, B.1.1529 სახელით ცნობილი ახალი ვარიანტი მუტაციების უჩვეულოდ დიდ რაოდენობას შეიცავს.

ის, სავარაუდოდ, განვითარდა იმუნოდეფიციტური პირის ქრონიკული ინფექციის პირობებში. შესაძლოა პაციენტი აივ/შიდსით ინფიცირებული ყოფილიყო.

მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ამბობენ, იქნება თუ არა შტამი ამ დრომდე გავრცელებულთან შედარებით უფრო გადამდები.

”ამას სჭირდება საფუძვლიანი მონიტორინგი და გაანალიზება, მაგრამ არ არსებობს შეშფოთების გადამეტებული მიზეზი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის თუ უახლოეს მომავალ შემთხვევები არ გახშირდება”,- თქვა ბალუქსმა. 

ოფიციალური ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკაში ახალი ვარიანტის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. 

”გასაკვირი არ არის, რომ ახალი ვარიანტი იქნა აღმოჩენილი სამხრეთ აფრიკაში. მონაცემების სიმცირის მიუხედავად, ჩვენი ექსპერტები ყველა სამეთვალყურეო სისტემასთან მუშაობენ შეუჩერებლად, რათა გაერკვნენ ახალ ვარიანტში და დაადგინონ მისი შესაძლო შედეგები. მოვლენები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და საზოგადოება დარწმუნებული იყოს, რომ ჩვენ უახლეს ინფორმაციას მივაწვდით“,- თქვა NICD-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ადრიან პურენმა. 

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი სამხრეთ აფრიკის ოფიციალურ პირებს ქვეყანაში დაფიქსირებული ახალი ვარიანტის შესახებ სამსჯელოდ მომავალ კვირას შეხვდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენის კიუ