LIVE

საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

28 ნოე 202120:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1533
საქართველოში ყველის ძირითადი იმპორტიორი გერმანიაა

საქართველოდან ყველის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 101.9 ტონა ყველის ექსპორტში $642.6 ათასის შემოსავალი მიიღო.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ "საქსტატიდან" აცნობეს, საქართველო ყველს ძირითადად აშშ-სა (41 ტონა / $343 ათასი) და სომხეთში (54 ტონა / $245 ათასი) ყიდის.

რაც შეეხება იმპორტს, 2021 წელს საქართველომ $11.5 მილიონის ყველი შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 37%-ით აღემატება.

იმპორტიორი ქვეყნების TOP-5 ასეთია: 

  • გერმანია - $2.6 მილიონი
  • რუსეთი - $1.8 მილიონი
  • თურქეთი - $996 ათასი
  • საფრანგეთი - $947 ათასი
  • უკრაინა - $890 ათასი