LIVE

Covid-19-ის 1 შემთხვევის გამო, ავსტრალიაში პოლიციამ 84 ადამიანი ჰოსტელში გამოკეტა

25 ნოე 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 621
Covid-19-ის 1 შემთხვევის გამო, ავსტრალიაში პოლიციამ 84 ადამიანი ჰოსტელში გამოკეტა

ავსტრალიის პოპულარულ საკურორტო ქალაქ ბაირონ ბეიში ჰოსტელი მას შემდეგ ჩაკეტეს, რაც ერთ-ერთ სტუმარს Covid-19 დაუდასტურდა. 

Aquarius Backpackers-ს პოლიცია აკონტროლებს, რათა დარწმუნდეს, რომ 84 ადამიანი - ჰოსტელის თანამშრომლები და სტუმრები 48 საათის განმავლობაში შენობაში დარჩებიან. შენობაში მყოფებს აწვდიან საკვებსა და სამედიცინო დანიშნულების ნივთებს.

ბაირონ შაირის რეგიონის ვაქცინაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ამის გამო გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა ეპიდემიამ კვლავ იფეთქოს. რეგიონში სრულად ვაქცინირებულია 16 წელზე უფროსი ასაკის მაცხოვრებლების თითქმის 81%, რაც ნაკლებია შტატის ზოგად მაჩვენებელზე - 92.1%-ზე. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი:  ეინსლი ჩენდლერი