LIVE

პუტინის მტკიცებით, ვაქცინის ექსპერიმენტული ბუსტერით აიცრა

25 ნოე 202110:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 876
პუტინის მტკიცებით, ვაქცინის ექსპერიმენტული ბუსტერით აიცრა
Mikhail Metzel/AFP/Getty Images

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ ექსპერიმენტული ვაქცინის ბუსტერი, Sputnik Light მიიღო.

გამაძლიერებელი დოზა ჯერ კიდევ გადის ტესტირებას და არ არის დამტკიცებული რეგულატორების მიერ. ეს ვარიანტი უზრუნველყოფს ზედა სასუნთქი გზების უკეთეს დაცვას, ვიდრე საინექციო ვერსიები, განუცხადა პუტინს დენის ლოგუნოვმა, Gamaleya-ს ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, Sputnik-ის შემქმნელმა.

69 წლის პუტინი ამტკიცებს, რომ ბუსტერი ორშაბათს მიიღო და აცხადებს, რომ "თავს კარგად გრძნობს”.

რუსეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 2020 წელის ზაფხულში Covid-ის ვაქცინა დაამტკიცა. თუმცა, პუტინმა პირველი ორჯერადი აცრა მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში მიიღო.

ოთხშაბათს პუტინთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ ცხვირის ვაქცინაციის პრეკლინიკურმა კვლევებმა “აჩვენა, რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია”,  ხოლო პირველი ფაზის კლინიკური კვლევები ზრდასრულ მოხალისეებზე უკვე დაწყებულია. პირველადი შედეგები დაახლოებით 42 დღეში გამოქვეყნდება.

მთავრობის სხდომაზე პუტინმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მთავრობა არ აპირებს სავალდებულო ვაქცინაციის მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 40%-ია ვაქცინირებული. მთავრობა 12-17 წლის ბავშვებისთვის სპუტნიკის რეგისტრაციას ოთხშაბათს გეგმავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანდრეი ბირიუკოვი და ილია არქიპოვი