LIVE

აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ხელნაწერი €11 მილიონად გაიყიდა

24 ნოე 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1031
აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ხელნაწერი €11 მილიონად გაიყიდა
REUTERS

ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ხელნაწერი გამოთვლები აუქციონზე რეკორდულ ფასად, 11 მილიონ ევროდ გაიყიდა. გარიგება პარიზში, კრისტის აუქციონზე შედგა.

1915 წელს გამოქვეყნებულმა თეორიამ შეცვალა კაცობრიობის გაგება სივრცის, დროისა და გრავიტაციის შესახებ. თეორიამ ნათელი მოჰფინა სამყაროს დაბადებას, პლანეტების ორბიტებსა და შავ ხვრელებს. ხელნაწერი 1913-1914 წლებში აინშტაინისა და მისი შვეიცარიელი კოლეგის მიშელ ბესოს მიერ არის შექმნილი. 

ნაშრომები შეიცავს შავი კალმით გაკეთებულ გამოთვლებს და აჩვენებს უამრავ შეცდომას თეორიის ჩამოყალიბების გზაზე.

კრისტის აუქციონის განცხადებით, დოკუმენტმა “მიიზიდა კოლექციონერები მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც გააცნობიერეს მისი მნიშვნელობა”.

გასული წლის მაისში, აინშტაინის წერილი, რომელიც შეიცავს თეორიის ყველაზე ცნობილ განტოლებას (E = mc²) $1,2 მილიონად გაიყიდა.