LIVE

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია IFMGA-ს წევრი გახდა

24 ნოე 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1434
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია IFMGA-ს წევრი გახდა

საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია (GMGA) სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFMGA) წევრი გახდა.

IFMGA-ს გენერალური ასამბლეამ, შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს მიიღო და GMGA თავის 25-ე წევრად აღიარა.

როგორც საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციაში განმარტავენ, IFMGA-ს წევრობა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის მიერ გაცემული და სამთო გამყოლთა ასოციაციის მიერ დადასტურებული „სამთო გამყოლის“ დიპლომს საერთაშორისო სტატუსს სძენს. შესაბამისად, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის 30 კურსდამთავრებული „საერთაშორისო სამთო გამყოლის" (International Mountain Guide) სერტიფიკატს მიიღებს.

„ეს მნიშვნელოვანი მიღწევა არის მრავალწლიანი და მნიშვნელოვანი შრომის შედეგი. ამ წარმატებაში ქართულ მხარესთან ერთად დიდი როლი აშშ-ს, ავსტრიის, შვეიცარიის, იტალიის და სხვა მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერამ ითამაშა“,- აღნიშნავენ GMGA-ში.