LIVE

რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ

24 ნოე 202114:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 709
რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან რესტორნებს საათობრივი შეზღუდვა ეხსნებათ.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძე განაცხადა, რესტორნები მუშაობას სასურველი გრაფიკით შეძლებენ.

ამასთან, 30%-დან 50%-მდე იზრდება მაყურებელთა რაოდენობა კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულნი და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, თავისუფლდებიან PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან.

შეგახსენებთ, 1 დეკემბრიდან ე.წ "მწვანე პასპორტების" გარეშე შესვლა იკრძალება კაფეებში, რესტორნებში, ღია და დახურულ სივრცეებში, ასევე კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებში, სპა-ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემთხვევაში, 6-თვიანი შეზღუდვა მოხსნილია.