LIVE

6 შეცდომა, რომელსაც მცირე ბიზნესი სადღესასწაულო სეზონზე უშვებს

26 ნოე 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 865
6 შეცდომა, რომელსაც მცირე ბიზნესი სადღესასწაულო სეზონზე უშვებს
GWENDAL LE BEC FOR BLOOMBERG BUSINESSWEEK

ექსპერტები ხედავენ მცირე ბიზნესის მფლობელების უამრავ შეცდომას, როდესაც ისინი ინფლაციასთან, კადრების დეფიციტთან და მიწოდების ჯაჭვის ქაოსთან გამკლავებას ცდილობენ. Bloomberg-მა ენტერპრენერებსა და ბიზნესის კონსულტანტებს ყველაზე ძვირადღირებული შეცდომებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ ჰკითხა.

შეცდომა: ფასების შემცირება მომხმარებლების მოსაზიდად და შემოსავლის გასაზრდელად.

რატომ არის ეს ცუდი:  WallStreetZen-ის დამფუძნებელი, ნეიტ ცანგი მიიჩნევს, რომ “მომხმარებლები მოუთმენლად ელიან სხვა აქციებს მომდევნო წელს”. მომხმარებლები ურჩევენ მეგობრებს, დაელოდონ სადღესასწაულო ფასდაკლებას და დროთა განმავლობაში კომპანიის გრძელვადიანი შემოსავალი თითოეულ კლიენტზე შემცირდება.

გამოსავალი: შეინარჩუნეთ ფასების სტაბილურობა. თუ გსურთ სადღესასწაულო აქციის გაკეთება, შემოიტანეთ ახალი ფუნქციები ან “უფასო” დანამატი. მყიდველები ამას დააფასებენ.

შეცდომა: სეზონურ საქონელზე, სერვისებსა და დანამატებზე უარის თქმა.

რატომ არის ეს ცუდი: ბრენდის ანალიტიკოსი, მელანი პეტესონი ამბობს, რომ “ბევრი ადამიანი სეზონურად ყიდულობს პროდუქტს. თუ გამოტოვებთ სეზონურ პროდუქტებს, ხელიდან გაუშვებთ ფულის გამომუშავების შესაძლებლობას”.

გამოსავალი: განათავსეთ სეზონური პროდუქტები ან სერვისები და თუ თქვენი ბიზნესისთვის აზრი აქვს, დაიწყეთ საახალწლო შეთავაზებების განთავსებაც. “ზოგიერთს უყვარს შოპინგი სეზონის დაწყებამდე”.

შეცდომა: ნოემბერსა და დეკემბერში მარკეტინგული კამპანიების შეჩერება ჩვეულებრივი პრაქტიკაა იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ფიქრობენ, რომ კლიენტებს არდადეგების გამო დაკარგავენ. „ბევრი ბიზნესის მფლობელი ასუსტებს მარკეტინგულ საქმიანობას წლის ბოლომდე, როდესაც გაყიდვები სათუოა”,- ამბობს ოპერაციების კონსულტანტი დაიან ლამი.

რატომ არის ეს ცუდი: ეს იწვევს დუნე იანვარს და ხელიდან უშვებს დასვენების პერიოდის შესაძლებლობებს. “მე პირადად  $40,000-ის პროდუქტი 2020 წლის დეკემბრის ბოლო ორ კვირაში გავყიდე. ბიზნესის მფლობელები ცდილობენ ინვესტირებას დეკემბერში, რათა ანაზღაურდეს მათი 2021 წლის საგადასახადო შემოსავლები”,- ამბობს ლამი. 

გამოსავალი: გააგრძელეთ გუნდის უწყვეტი მუშაობა. 

შეცდომა: სადღესასწაულო აქციების განთავსება სოციალური მედიის უამრავ პლატფორმაზე.

რატომ არის ეს ცუდი: ეს ხელს უშლის თქვენს ძალისხმევას, შეიძინოთ რეალური მომხმარებლები. “ძალიან მიმოფანტული ხარ, განსაკუთრებით არდადეგების დროს“,- ამბობს კაილ დულეი, Collabstr-ის დამფუძნებელი. Facebook-ის მომხმარებლებს სურთ სახალისო, ადვილად ათვისებადი შეტყობინებების გაზიარება; Instagram-ის მომხმარებლები პასუხობენ კონტენტს, რომელიც ვიზუალურად ასახავს თქვენი კომპანიის ესთეტიკას; LinkedIn-ის მომხმარებლები მოიხმარენ ბიზნეს ინფორმაციას.

გამოსავალი: „გამოიყენეთ ერთი ან ორი არხი ძლიერი აუდიტორიის შესაქმნელად. შემდეგ შეგიძლიათ პირდაპირ გაყიდოთ პროდუქტი ამ აუდიტორიაზე რეკლამის ყიდვის ნაცვლად",- ამბობს დულეი.

შეცდომა: ძირითადი კონკურენტების ვადებისა და ქმედებების მიუღებლობა.

რატომ არის ეს ცუდი: მოგვწონს თუ არა, დიდი კომპანიები აყალიბებენ მომხმარებლის მოლოდინებს. “ჩვენ უკვე ვხედავთ მსხვილ საცალო მოვაჭრეებს, რომლებიც ათავსებენ შავი პარასკევის შეთავაზებებს და ავრცელებენ სადღესასწაულო განცხადებებს. მცირე ბიზნესმაც იგივე უნდა გააკეთოს",- ამბობს კენია ადამსი, PantyBuddy-ის საჯარო ტუალეტის პროდუქტების ხაზის აღმასრულებელი დირექტორი.

გამოსავალი: თუ ინდუსტრიის ლიდერები რაღაცას აკეთებენ, თქვენც უნდა გააკეთოთ ეს. "მიჰყევით ტენდენციებს",- ამბობს ადამსი.

შეცდომა: თანამშრომლების დაუფასებლობა.

რატომ არის ეს ცუდი: “ნიჭიერი ადამიანების შენარჩუნება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. დასაქმების პირობები მკვეთრად შეიცვალა. ნიჭიერი დაქირავებას ორჯერ მეტი დრო სჭირდება”,- ამბობს ჩარლზ ეჯი, სარისკო აქტივების კაპიტალის კოამპანია Bootstrappers.mn-ის ტექნოლოგიური ოფიცერი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: არიან კოენი