
2021 წლის იანვარ-ოქტომბერში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველომ ხილის და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 22%-ით, 6.7 ათას ტონამდე გაზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, $6.5 მილიონიდან $8.2 მილიონამდე გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს TOP-3 საექსპორტო მიმართულება შემდეგია:
- რუსეთი - 1.8 ათასი ტონა / $1.9 მილიონი;
- აშშ - 1.1ტონა / $1.4 მილიონი;
- გერმანია - 998 ტონა/$ 1 მილიონი
რაც შეეხება იმპორტს, საქართველომ მიმდინარე წლის 10 თვეში $4.1 მილიონის 3.2 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენი შეიძინა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იმპორტი უმნიშვნელოდ, 100 ტონით გაიზარდა.
TOP-3 იმპორტიორი ქვეყანა:
- უკრაინა - 1.1 ათასი ტონა / $856.8 ათასი;
- თურქეთი - 600 ტონა / $1.2 მილიონი;
- რუსეთი - 156.3 ტონა / $226.3 ათასი.