LIVE

როგორ გავუმკლავდეთ ანტივაქსერებს სადღესასწაულო დღეებში - რჩევები

23 ნოე 202111:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 2483
როგორ გავუმკლავდეთ ანტივაქსერებს სადღესასწაულო დღეებში - რჩევები

საყოველთაოდ ცნობილია, რომ წვეულებებზე კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ვერიდებით ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე საუბარს, რაზეც შესაძლოა სხვა ადამიანებს რადიკალურად განსხვავებული შეხედულება ჰქონდეთ. როგორც წესი, ასეთ საკითხებად განიხილება მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ეთნიკური, რელიგიური იდენტობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების აზრი პანდემიის შესახებაც განსხვავებულია, მისი მასშტაბიდან გამომდინარე, ინფიცირების შემთხვევების მატებასა თუ ვაქცინაციაზე საუბარს ვერც შეკრებებზე გავექცევით.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენი მოსაუბრე ანტივაქსერი აღმოჩნდა - Bloomberg-ი მოლაპარაკებების სპეციალისტის, ჩიპ მასის რჩევებს გვთავაზობს. 

პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს - ამ შემთხვევაში, ფაქტები არ მუშაობს. შესაძლოა, გინახავთ ძალიან ბევრი კეთილგანწყობილი ადამიანი, რომელიც ლოგიკით და მეცნიერებით „შეიარაღებული“ ცდილობს დაარწმუნოს მოწინააღმდეგე. ეს საუბარი არასდროს დასრულდება. 

მეორე წესი: არ იფიქროთ, რომ რამის გადაწყვეტას შეძლებთ ან თუნდაც ვაქცინაციის საჭიროებაზე საუბარს მოახერხებთ.

ის, რისი გაკეთებაც თქვენ რეალურად შეგიძლიათ, არის მოამზადოთ ნიადაგი მომავალი დარწმუნებისთვის. ექსპერტი იხსენებს, რომ მის სამუშაო გამოცდილებაში დეესკალაცია ყოველთვის პირველი ნაბიჯი იყო. ჰკითხეთ თუ როგორ მოხვდნენ ისინი წვეულებაზე. ამით თქვენ განმუხტავთ დაძაბულობას, აგრძნობინებთ, რომ მოსასმენად ხართ განწყობილი.

დაგეგმეთ ერთობლივი აქტივობა, როგორიცაა თავსატეხი, ლეგოს აწყობა ან სადილის მომზადება. შემდეგ მოუყევით ამბები, პირადი ისტორიები, რაც საშუალებას მოგცემთ საერთო გამონახოთ. მას შემდეგ რაც ნდობას მოიპოვებთ, უკვე შეძლებთ გაუზიაროთ ღირებულებები, რომლებსაც იზიარებთ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბერტ ჰელმი