LIVE

საქართველომ $63.1 მილიონის თხილი გაყიდა

22 ნოე 202116:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1094
საქართველომ $63.1 მილიონის თხილი გაყიდა

მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველომ 13.8 ათასი ტონა, $63.1 მილიონის ღირებულების თხილი გაყიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.6 ათასი ტონით (34%), ხოლო ღირებულება - $6.8 მილიონით (12%) გაიზარდა.

თხილის ექსპორტის, ძირითადი მიმართულებებია:

  • იტალია - 5 808 ტონა
  • გერმანია - 2 420 ტონა
  • ესპანეთი - 424 ტონა
  • ჩეხეთი - 401 ტონა
  • პოლონეთი - 337 ტონა
  • ლიეტუვა - 262 ტონა
  • საფრანგეთი - 224 ტონა
  • ბულგარეთი - 110 ტონა
  • ლატვია - 70 ტონა  
  • ესტონეთი - 60 ტონა
  • საბერძნეთი - 49 ტონა  
  • ბელგია - 41 ტონა
  • უნგრეთი - 22 ტონა
  • ხორვატია - 22 ტონა
  • უნგრეთი - 20 ტონა

იმავე პერიოდში საქართველომ ექსპორტზე, $4.7 მილიონის ხურმა და კარალიოკი გაყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 1878 ტონით (25%), ხოლო ღირებულება - $686 ათასი (17%) გაიზარდა.