LIVE

Avalanche-ის კრიპტოვალუტამ Shiba Inu-ს ღირებულებას გადააჭარბა

22 ნოე 202113:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1052
Avalanche-ის კრიპტოვალუტამ Shiba Inu-ს ღირებულებას გადააჭარბა

Avalanche-ის კრიპტოვალუტამ Dogecoin-სა და Shiba Inu-ს გადააჭარბა და საბაზრო ღირებულებით ტოპ 10 უმსხვილეს კრიპტოვალუტას შორის მოხვდა. 

CoinGecko-ს ფასების მიხედვით, Avalanche-ის მონეტამ კვირას რეკორდულ ღირებულებას  $144,96-ს მიაღწია. თუმცა, გარკვეული შემცირების შემდეგ, მონეტა საბაზრო ღირებულების რეიტინგში $29 მილიარდით მე-11 ადგილზე ჩამოქვეითდა. კრიპტოვალუტამ ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას მონეტის შემქმნელმა Ava Labs-მა Deloitte-თან პარტნიორობა გამოაცხადა. გარიგება კატასტროფების დახმარების უფრო ეფექტური პლატფორმების შექმნას გულისხმობს.

Avalanche-ის ღირებულება ბოლო 30 დღის განმავლობაში გაორმაგდა. ერთი წლის განმავლობაში ჯამში ის 3000%-ით არის გაზრდილი. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კრიპტოვალუტები არასტაბილურობით გამოირჩევიან. მონეტებს, რომლებიც საბაზრო ღირებულების უმაღლეს დონეს აღწევენ, შეიძლება ჰქონდეთ მნიშვნელოვანი აღმავლობა და შემდეგ ვარდნა. მაგალითად, Cardano-ს კრიპტოვალუტა სექტემბრის რეკორდთან შედარებით 40%-ზე მეტით არის შემცირებული, ხოლო Polkadot-ის მონეტის ფასი რამდენიმე კვირის წინ 25%-ით დაეცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი