LIVE

ნიდერლანდებში Covid შეზღუდვების წინააღმდეგ პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა

20 ნოე 202120:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 853
ნიდერლანდებში Covid შეზღუდვების წინააღმდეგ პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა
AP/AP

ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში, Covid შეზღუდვების წინააღმდეგ ჩატარბეული დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა. პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. დაპირისპირების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

როტერდამის მერმა, აჰმედ აბთალებმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ “პოლიციამ თავის დასაცავად იგრძნო იარაღის გამოყენების საჭიროება”, როდესაც არეულობა მძვინვარებდა საპორტო ქალაქის ცენტრალურ სავაჭრო ზონაში, ცეცხლს უკიდებდნენ და ქვებს ესროდნენ სამართალდამცავებს.

პოლიციის ქვედანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაემართნენ როტერდამში, რათა დახმარებოდნენ ადგილობრივ სამართალდამცავებს სიტუაციის კონტროლში. 

პოლიციელებმა ათობით ადამიანი დააკავეს. უსაფრთხოების კამერების ვიდეო კადრების შესწავლის შემდეგ დაკავებების სერიაა მოსალოდნელი. 

ეს იყო ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული აფეთქება ნიდერლანდებში მას შემდეგ, რაც გასულ წელს პირველად შემოიღეს Covid შეზღუდვები. იანვარში მომიტინგეები თავს დაესხნენ პოლიციას და ცეცხლი წაუკიდეს როტერდამის ქუჩებს კომენდანტის საათის ამოქმედების გამო.

მთავრობას სურს მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც საშუალებას მისცემს ბიზნესს, შეზღუდონ ქვეყნის Covid საშვის სისტემა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებული ან გამოჯანმრთელებულნი არიან COVID-19-ისგან.

ბოლო დღეებში ქვეყანაში ვირუსის გავრცელების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, ერთი კვირის წინ კი იზოლაციის ახალი ზომები ამოქმედდა.