LIVE

კრიპტოვალუტებს ერების დესტაბილიზაცია შეუძლია - ჰილარი კლინტონი

20 ნოე 202114:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 941
კრიპტოვალუტებს ერების დესტაბილიზაცია შეუძლია - ჰილარი კლინტონი
Andreas Rentz/Getty Images

შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ჰილარი კლინტონი კრიპტოვალუტებს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ მათ საბოლოოდ შეუძლიათ მთელი ქვეყნების დასუსტება.

სინგაპურში Bloomberg-ის ეკონომიკის ფორუმზე პანელის დისკუსიის დროს კლინტონმა განაცხადა, რომ მთავრობები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან, მათ შორისაა დეზინფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი.

“კიდევ ერთი სფერო, რომელზეც ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოები დაიწყებენ უფრო დიდი ყურადღების მიქცევას, არის კრიპტოვალუტები - რადგან ის, რაც გამოიყურება ძალიან საინტერესოდ და გარკვეულწილად ეგზოტიკური მცდელობაა ახალი მონეტების მოპოვებისა ვაჭრობის მიზნით, აქვს პოტენციალი, ძირი გამოუთხაროს ვალუტებს, შელახოს დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის როლი და მოახდინოს ქვეყნების დესტაბილიზაცია”, - თქვა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

კლინტონმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰაკერების, დეზინფორმაციის კამპანიებისა და კიბერომაში ჩართულობის გამო. 2017 წელს კლინტონმა რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. კლინტონმა ხაზი გაუსვა რუსეთის როლს მისი კამპანიის შიდა ელ-ფოსტის გატეხვასა და შემდეგ მათი გამოქვეყნების კოორდინაციაში WikiLeaks-ზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია