LIVE

ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე - უკრაინის ტრაგედიის ისტორია

20 ნოე 202111:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 192
ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე - უკრაინის ტრაგედიის ისტორია

20 ნოემბერს უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება. ადამიანები პატივს მიაგებენ სტალინური რეჟიმის მიერ ორგანიზებული ხელოვნური შიმშილის მსხვერპლების ხსოვნას. სხვადასხვა შეფასებით, 1932-1933 წლებში შიმშილით 2,2-დან 3,5 მილიონამდე უკრაინელი დაიღუპა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 13%-ს შეადგენს.

ხელოვნური შიმშილის ეკონომიკური მიზეზები

პროფესორისა და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, იური შაპოვალის თქმით, უკრაინა ჩრდილოეთ კავკასიასთან ერთად სსრკ-ში მარცვლეულის ნახევარზე მეტს აწარმოებდა. კრემლს სჯეროდა, რომ უკრაინას აქვს მარცვლეულის დიდი მარაგი, რომელიც სახელმწიფოსგან დაფარულია კოლმეურნეობებისა და ინდივიდუალური გლეხების მიერ. სწორედ ამიტომ, მარცვლეულის შესყიდვისას ხელისუფლება ზეწოლისა და რეპრესიების მეთოდებს იყენებდა. სწორედ უკრაინის ხარჯზე იმედოვნებდა სტალინური ხელმძღვანელობა მარცვლეულის დიდი მარაგის შექმნას. 

1932 წლის მარტ-აპრილში უკრაინის სოფლებში უამრავი მშიერი ადამიანი გამოჩნდა, ქალაქებში კი მშობლებისგან მიტოვებული ბავშვები. თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ხელისუფლებას, პრობლემები ადგილობრივი ლიდერებისთვის, ფარული “უკრაინელი ნაციონალისტებისა” და “პილსუდსკის აგენტებისთვის” დაებრალებინა.

მოსკოვი დაუნდობელი იყო მარცვლეულის შესყიდვის გეგმების შესრულების მოთხოვნით. ეს მოტივირებული იყო მოდერნიზაციისთვის სახსრების ნაკლებობით და ქალაქების გამოკვების აუცილებლობით. ხელისუფლებამ დასაჯა გლეხები საკვების შესყიდვის აკრძალვით და სსრკ-ს სხვა რეგიონებში გადასახლებით. მოსახლეობას აღარ აწვდიდნენ ძირითად საყოფაცხოვრებო ნივთებს - ნავთი, ასანთი და ა.შ.

How Joseph Stalin Starved Millions in the Ukrainian Famine

ხელოვნური შიმშილის პოლიტიკური მიზეზები

ჰოლოდომორს პოლიტიკური მიზეზებიც ჰქონდა. კრემლის ლიდერებმა ისარგებლეს შიმშილით, რათა ჩაეხშოთ გლეხობის ოპოზიციური განწყობები. საბჭოთა მმართველობას სურდა, მცირე უკრაინული მეურნეობების შეეცვალა სახელმწიფო კოლექტივებით და დაესაჯა დამოუკიდებლობის მსურველი უკრაინელები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ სტალინის ტოტალიტარულ მმართველობას.

“უკრაინული შიმშილი ხელოვნური შიმშილის აშკარა შემთხვევა იყო”, - განმარტავს ალექს დე ვაალი, მსოფლიო მშვიდობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ტაფტსის უნივერსიტეტში. დე ვაალი აღწერს მოვლენას, როგორც “ჰიბრიდს შიმშილის, რომელიც გამოწვეულია მავნე სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით და შიმშილით, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის რეპრესიას ან დასჯას”.

რესპრესიის იარაღად ქცეული შიმშილი

საბჭოთა რეჟიმი სჯიდა ყველას, ვინც წინააღმდეგობას უწევდა - მდიდარ გლეხებს, რომლებიც საბჭოთა იდეოლოგიაში სახელმწიფოს მტრებად ითვლებოდნენ. საბჭოთა ხელისუფლებამ გლეხები საკითარი ფერმებიდან ძალით გააძევა. სტალინის საიდუმლო პოლიცია ასევე გეგმავდა 50000 უკრაინელი ფერმერის ოჯახის დეპორტაციას ციმბირში, წერს ისტორიკოსი ენ ეპლბაუმი 2017 წლის წიგნში - “წითელი შიმშილი: სტალინის ომი უკრაინაში”.

სტალინის ბრძანებით დააკავეს ათიათასობით უკრაინელი მასწავლებელი და ინტელექტუალი, ამოიღეს უკრაინულენოვანი წიგნები სკოლებიდან და ბიბლიოთეკებიდან. საბჭოთა ლიდერმა მარცვლეულის დეფიციტი გამოიყენა, როგორც საბაბი კიდევ უფრო მკაცრი ანტიუკრაინული რეპრესიებისთვის. 

შიმშილის გაძლიერებასთან ერთად, ბევრი ცდილობდა გაქცევას მეტი საკვების მქონე ადგილების მოსაძებნად. ზოგი გზის პირას დაიღუპა, ზოგს კი ხელი საიდუმლო პოლიციამ და რეჟიმის შიდა საპასპორტო სისტემამ შეუშალა. უკრაინელი გლეხები გადარჩენისთვის სასოწარკვეთილ მეთოდებს მიმართავდნენ - კლავდნენ და ჭამდნენ შინაურ ცხოველებს, ჭამდნენ ყვავილებს, ფოთლებს, ქერქს და ხის ფესვებს. 

How Joseph Stalin Starved Millions in the Ukrainian Famine

1933 წლის ზაფხულისთვის ფერმების მხოლოდ მესამედი დარჩა კოლმეურნეობებში, ციხეები და შრომითი ბანაკები გადატვირთული იყო. მოსავლის მოსაყვანად თითქმის არავინ დარჩა. მუშახელის დეფიციტთან გასამკლავებლად სტალინურმა რეჟიმმა რუსი გლეხები საბჭოთა კავშირის სხვა ნაწილებიდან უკრაინაში გადაასახლა.

რუსეთი დღემდე არ აღიარებს უკრაინელების გენოციდს

რუსეთის მთავრობამ, რომელმაც შეცვალა საბჭოთა კავშირი, შიმშილობა აღიარა, მაგრამ უარყო, რომ ეს იყო გენოციდი. 2008 წლის აპრილში რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ “არ არსებობს ისტორიული მტკიცებულება იმისა, რომ შიმშილობა ეთნიკური ნიშნით იყო ორგანიზებული”. მიუხედავად ამისა, სულ მცირე 16-მა ქვეყანამ აღიარა ჰოლდომორი და აშშ-ს სენატმა 2018 წლის რეზოლუციით დაადასტურა 1988 წლის კომისიის დასკვნა, რომ სტალინმა მოაწყო გენოციდი.

საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ სტალინის პოლიტიკამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ ვერ შეძლეს უკრაინის დამოუკიდებლობის მისწრაფებების ჩახშობა.

“შიმშილობა ხშირად აღწევს სოციალურ-ეკონომიკურ ან სამხედრო მიზნებს, როგორიცაა მიწის მფლობელობაში გადაცემა ან თემის გასუფთავება, რადგან უმეტესობას ირჩევს გაიქცეს, მაგრამ პოლიტიკურად და იდეოლოგიურად, ხშირად კონტრპროდუქტიულია. როგორც უკრაინის შემთხვევაში, ამან იმდენი სიძულვილი და უკმაყოფილება გამოიწვია, რომ გააძლიერა უკრაინული ნაციონალიზმი”, - ამბობს ისტორიკოსი დე ვაალი.