LIVE

აშშ: ანტისატელიტური ტესტირება რუსეთის აგრესიული განზრახვების ნიშანია

19 ნოე 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 821
აშშ: ანტისატელიტური ტესტირება რუსეთის აგრესიული განზრახვების ნიშანია

შეერთებული შტატების კოსმოსური ძალების ოფიციალურმა პირებმა დაგმეს რუსეთის ანტისატელიტური სარაკეტო დარტყმა, რომელმაც დედამიწის ორბიტაზე გაუქმებული თანამგზავრი გაანადგურა. ოფიციალური პირების თქმით, ანტისატელიტური რაკეტის გამოცდა აგზავნის საშიშ გზავნილს, რომ რუსეთი აპირებს კოსმოსური იარაღის არსენალის განვითარებას.

აშშ-ის კოსმოსური სარდლობის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ჯონ შოუმ განაცხადა, რომ “რუსეთი აგრძელებს კონტრკოსმოსური შესაძლებლობების განვითარებას და აგრძელებენ კოსმოსის მდგრადობის უგულებელყოფას”. 

აშშ-ის კოსმოსური ძალების შტაბის დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნინა არმაგნომ განაცხადა, რომ რუსები “აჩვენებენ, რომ შეუძლიათ დედამიწის ორბიტაზე თანამგზავრის განადგურება და თუ მათ შეუძლიათ გაანადგურონ რუსული თანამგზავრი, შეგიძლიათ დადოთ ფსონი, რომ მათ შეუძლიათ გაანადგურონ ამერიკული, სამხედრო ან კომერციული თანამგზავრიც”.

ჯონ შოუს თქმით, თანამგზავრის განადგურების შედეგად 1500 ნამსხვრევი შეიქმნა და ელიან, რომ “ნაგავი დროთა განმავლობაში გაიზრდება. ნამსხვრევების ღრუბელი დაიწყებს გაფანტვას, რადგან სხვადასხვა ნაწილები ექვემდებარება საკუთარ ატმოსფერულ წევას და სხვა გავლენებს”. ნამსხვრევების ეს დიდი ღრუბელი “უამრავ პრობლემას შეუქმნის ნებისმიერ კოსმოსურ ძალას დედამიწის დაბალ ორბიტაზე მომავალი წლების განმავლობაში”.

შოუმ აღნიშნა, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მანევრირება მოუწია, რათა თავიდან აეცილებინა პოტენციური შეჯახება 2007 წლის ჩინური ASAT ტესტის ნამსხვრევებთან. ეს ანტისატელიტური სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ბევრად უფრო მაღალ ორბიტაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 15 ნოემბრის გამოცდის შედეგები შეიძლება უფრო დრამატული იყოს.