
ლიეტუვა საქართველოს Pfizer-BioNTech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 50 310 დოზას აჩუქებს. გადაწყვეტილება დღეს ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა.
საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, “ლიეტუვა ინარჩუნებს მტკიცე სოლიდარობას პარტნიორ ქვეყნებთან Covid-19-თან ბრძოლაში, რომლის ფარგლებშიც ივლისში საქართველოს 15000 დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა გადაეცა”.
17 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 066 159 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 971 578 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34%. 16 ნოემბერს აიცრა 8 233 ადამიანი. მთავრობის გეგმა წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრაა.