LIVE

აშშ Pfizer-ის Covid-19-ის სამკურნალო აბების შეძენას გეგმავს

17 ნოე 202112:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 848
აშშ Pfizer-ის Covid-19-ის სამკურნალო აბების შეძენას გეგმავს
Handout via REUTERS

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია Pfizer-სგან 10 მილიონი პაციენტის სამკურნალოდ Covid-19 აბების შეძენას გეგმავს.

Pfizer-ის წამალი მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 89%-ით ამცირებს. კომპანიამ FDA-ს მედიკამენტის გადაუდებელი გამოყენების ნებართვის მოსაპოვებლად უკვე მიმართა. 

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ასევე შეუკვეთა 3,1 მილიონი დოზა Merck & Co-სგან და აქვს 2 მილიონზე მეტი დამატებითი დოზის შეძენის შესაძლებლობა. 

მედიკამენტის მიღება რეკომენდებულია ავადმყოფობის შედარებით ადრეულ ეტაპზე. ოფიციალური პირები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ წამალი არ შეიცავს ვაქცინის შემადგენლობას. 

“მიუხედავად იმისა, რომ ანტივირუსული პრეპარატები პერსპექტიულია, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვახერხებთ მოსახლეობის ვაქცინაციას. ანტივირუსული წამლები არ არის ჩვენი პირველი თავდაცვის ხაზი Covid-19-ისგან, რადგან ყველამ ვიცით, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ინფექციის თავიდან აცილება, ვიდრე განკურნება”,- განაცხადა ენტონი ფაუჩიმ, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ უინგროვი