
Netflix-ის პოპულარული სერიალი Squid Game კიდევ ერთი სეზონით ბრუნდება, ამის შესახებ მწერალმა და რეჟისორმა, ჰვან დონ ჰეკმა მედიასთან განაცხადა.
აქამდე რეჟისორი ამის შესახებ მიანიშნებდა, თუმცა ამ დრომდე ინფორმაცია დადასტურებული არ იყო.
COMEBACK SQUID: Hwang Dong-hyuk, the director, creator, writer of #SquidGame says the show will be back with more Gi-hun adventures. pic.twitter.com/uqC1DIdZqy
"მეორე სეზონის მიმართ იმდენად დიდი ზეწოლა, მოთხოვნა და სიყვარული იყო, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არჩევანის გარეშე დაგვტოვეთ",- თქვა ჰეკმა.
გამოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში, Squid Game-ს 142 მილიონ ოჯახში უყურეს. შედეგად ის გახდა Netflix-ის ყველა დროის ყველაზე დიდი სატელევიზიო შოუ.
Bloomberg-მა ანგარიშის მიხედვით, შოუ Netflix-ს $900 მილიონიან მოგებას მოუტანს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ავგუსტა სარაივა