LIVE

Virgin Galactic-ი 2023 წლიდან თვეში სამ კოსმოსურ ფრენას გეგმავს

09 ნოე 202122:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 707
Virgin Galactic-ი 2023 წლიდან თვეში სამ კოსმოსურ ფრენას გეგმავს
Getty Images

Virgin Galactic-ი 2023 წლიდან კოსმოსში კომერციულ ფრენებს თვეში სამჯერ შეასრულებს.

Virgin-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ კოლგლაზიერი აცხადებს, რომ კომპანია თვეში სამი ფრენის შეთავაზებას მას შემდეგ გეგმავს, რაც თვითმფრინავის განახლებას დაასრულებს და მეორე კოსმოსურ ხომალდს წარადგენს.

Virgin Galactic-მა გასულ თვეში ინვესტორებს განუცხადა, რომ კომერციულ ფრენებს 2022 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყებდა. ამ დროისთვის კომპანია მისი მთავარი თვითმფრინავის, VMS Eve-ს შეკეთებას დაასრულებს.

სტარტაპის ახალი კოსმოსური ხომალდი, VSS Imagine ფრენის ტესტებს 2023 წლის დასაწყისში დაიწყებს. ამავე წლის ბოლოდან ხომალდი თვეში ორჯერ იფრენს და VSS Unity ხომალდს შეუერთდება, რომელიც ფრენას დაახლოებით თვეში ერთხელ განახორციელებს.

კომპანიამ ორშაბათს მესამე კვარტლის შედეგები გამოაცხადა $2,6 მილიონის გაყიდვებით, რაც ანალიტიკოსთა პროგნოზს აჭარბებს. Virgin Galactic-მა მიმდინარე წელს წმინდა ზარალი $48 მილიონ დოლარამდე შეამცირა გასული წლის ანალოგიური პერიოდის $92 მილიონიდან. კომპანიის აქციები წელს დაახლოებით 16%-ით შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ ბახმენი