LIVE

Gazprom: რუსული გაზით ევროკავშირის საცავები მიმდინარე თვიდან შეივსება

09 ნოე 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 661
Gazprom: რუსული გაზით ევროკავშირის საცავები მიმდინარე თვიდან შეივსება
Andrey Rudakov/Bloomberg

Gazprom-ი ევროპის 5 საცავის გაზით მომარაგებას ნოემბრიდან დაიწყებს და ამით შეასრულებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირობას. ორი კვირის წინ პუტინმა დაავალა ექსპორტიორს, 8 ნოემბრიდან ფოკუსირება მოეხდინა საკუთარი მარაგების შევსებაზე.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “დადგენილია მოცულობა და გაზის ტრანსპორტირების მარშრუტები”. 

ევროპული გაზის ფასი მიმდინარე წელს სამჯერ გაიზარდა, რადგან რუსეთმა მიწოდება ზღუდა და თხევადი ბუნებრივი აირის ტვირთებმა აზიაში გადაინაცვლა. შედეგად, ზამთრის სეზონის წინ ევროპული მარაგები ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. 

რუსული გაზის მიწოდების აღდგენის მოლოდინის შემდეგ, სამშაბათს გაზის რეგიონული საორიენტაციო ფასი შემცირდა.

Gazprom-მა საწვავის ნაწილი გერმანიაში საცავ ობიექტებში შაბათ-კვირას გაგზავნა. გრძელდება გარკვეული ნაწილის ამოტუმბვაც, თუმცა დაბალ დონეზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დიანა ხრენიკოვა და ოლგა ტანასი