LIVE

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12.8%-მდე დაჩქარდა

03 ნოე 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1733

2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, წლიური ინფლაციის დაჩქარებაში ძირითადი წვლილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ შეიტანა, სადაც ფასები გაიზარდა 18.4%-ით. 31.6%-ით არის გაძვირებული ზეთი და ცხიმი, 43%-ით ბოსტნეული და ბაღჩეული, 18.2%-ით რძე, ყველი და კვერცხი. შაქრის, ჯემის და სხვა ტკბილეულის ფასებმა 18%-ით იმატა, პური და პურპროდუქტები 19.4%-ით გაძვირდა, თევზეული - 16%-ით,  მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 13%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები - 11.2%-ით, ხოლო ყავა, ჩაი და კაკაო 6.4 %-ით.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები წლიურად გაიზარდა 19.6%. 28.9%-ით გაძვირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია, სატრანსპორტო მომსახურება 2.8%-ით, ამასთან ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე -1.3%-ით.

ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი დაფიქსირდა ფასების 11.9%-ანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.9%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 8.4%-ით. ყველაზე მეტად, 12.7%-ით სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები გაძვირდა. 5.3%-ით გაძვირდა საავადმყოფოების მომსახურება, ხოლო ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 3.6%-ით.