
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ონლაინ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს: CNN, National Geographic, Expedia, Vogue, Conde Nast Traveler, TimeOut-, Wego, AD.
"კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი მედია პლატფორმების ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტო რეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები განთავსდება. კამპანია აღნიშნული პლატფორმების სოციალურ ქსელებსაც მოიცავს: Instagram, Facebook Twitter და LinkedIn. სამიზნე ტურისტული ბაზრები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არსებული კოვიდ რეგულაციებისა და ავიარეისების მიხედვით შეარჩია",- აღნიშნავენ უწყებაში.
სარეკლამო კამპანია შემდეგ ქვეყნებში იმართება: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია ,გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ. კამპანია ნოემბრიდან იწყება და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.