LIVE

EU მოლდოვას რუსეთის ენერგოზეწოლის დასაძლევად €60 მილიონს გამოუყოფს

28 ოქტ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 195
EU მოლდოვას რუსეთის ენერგოზეწოლის დასაძლევად €60 მილიონს გამოუყოფს
John Angelillo/Pool/Getty Images

ევროკავშირი მოლდოვას რუსეთის ენერგეტიკულ ზეწოლასთან გასამკლავებლად 60 მილიონი ევროთი დაეხმარება. გამოყოფილი სახსრები პროდასავლურ მთავრობას მოსკოვთან უთანხმოების ფონზე გაზის შესყიდვაში დაეხმარება. განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა.

ეს არასაკმარისია იმისთვის, რომ ქვეყნის დანაკლისი სრულად შეივსოს მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები რუსულ გიგანტ Gazprom-თან წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დახმარების ალტერნატიული წყაროებიც გამოჩნდეს.

კომისიის სპიკერმა თქვა, რომ 60 მილიონი გამოიყოფა გრანტის და არა სესხის სახით. ასევე, განიხილება შემდგომი დაფინანსებაც, თუმცა დეტალები უცნობია. 

რუსეთისთვის უჩვეულო არ არის ზეწოლა მეზობლებზე გაზის მიწოდების გზით და ეს ტაქტიკა ევროკავშირის მთავარი ანტიმონოპოლიური გამოძიების საგანი 2012-2018 წლებშიც გახდა. 

გასულ კვირას ევროპული საბჭოს სხდომაზე ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერებს უთხრა, რაც მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ნატალია გავრილინასგან მოისმინა: როდესაც ქვეყანაში გაზის მიწოდების კონტრაქტი ამოიწურა და გადახედვას ექვემდებარებოდა, Gazprom-მა ხელისუფლებას გაზრდილი ფასი შესთავაზა, ალტერნატივა კი იყო ვადიანი კონტრაქტი პოლიტიკური პირობებით, რაც მოლდოვისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

მოლდოვაში ენერგოკრიზისის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხელისუფლება ოჯახებსა და ბიზნესს გაზის მოხმარების შეზღუდვას სთხოვს. Moldovagaz, რომელიც Gazprom-ის შვილობილი კომპანიაა, ვითარებას “კრიტიკულს” უწოდებს სისტემაში გაზის მოცულობის დაბალი დონის გამო.

ოთხშაბათს, უკრაინულმა მილსადენის ოპერატორმა GTSOU-მ 15 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი გაზი გაგზავნა, რათა დაეხმაროს თავის მოლდოველ კოლეგას მილსადენის ფუნქციონირებისთვის საჭირო მინიმალური წნევის შენარჩუნებაში. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა ადრე მხოლოდ რუსულ გაზს იღებდა, უკრაინის ქსელს საკმარისზე მეტი ადგილი აქვს სხვა მომწოდებლებისგან შეძენილი გაზის ტრანსპორტირებისთვის.

“უკრაინაში ყველა კარგად ვიცნობთ ზეწოლის ტაქტიკას, რომელიც შეიძლება შეფასდეს ენერგეტიკის ბერკეტად გამოყენებად და აშკარა შანტაჟად. ამიტომ, როდესაც გავიგეთ, რომ მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, უკრაინის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურმა არ დააყოვნა დახმარება სოლიდარობის სულისკვეთებით. ახალი რეალობის გაცნობიერებით, რომელშიც მოლდოვა ცდილობს მიწოდების დივერსიფიკაციას, რაც უკრაინამ 2015 წელს გააკეთა, GTSOU გთავაზობთ გაზის მიწოდების სტაბილურ მარშრუტს. ეს შესაძლებლობები საკმარისია მოლდოვის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად”,- განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელმწიფო სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა.

მოლდოვის ცენტრალურმა კომუნალურმა კომპანიამ Energocom-მა ასევე გამოაცხადა ტენდერი 5 მილიონი კუბური მეტრი გაზის შესაძენად ყოველდღიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ტენდერები მოიგეს ჰოლანდიურმა კომპანია Vitol-მა, პოლონურმა PGNiG-მა და უკრაინულ-ამერიკულმა მომწოდებელმა ERU Group-მა.

Gazprom-თან შუალედური ხელშეკრულება თვის ბოლოს იწურება, მაგრამ Moldovagaz-მა 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსული ნაკადები უკვე იმაზე ნაკლებია, რაც ქვეყნის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.

ოთხშაბათს მოლდოვის ვიცე-პრემიერი სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა Gazprom-ის ხელმძღვანელ, ალექსეი მილერთან მოსალაპარაკებლად, პარალელურად კი პრემიერი ბრიუსელში იმყოფებოდა ევროკავშირთან კავშირების გაღრმავებისა და დახმარების თხოვნით.

ექსპერტების აზრით, კომისიის მიერ გამოყოფილი 60 მილიონი ევრო საკმარისია, რომ მოლდოვამ მოხმარებული გაზის საფასური დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე ფასით გადაიხადოს. დღეისათვის ქვეყანა დღეში 7-დან 8 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მოიხმარს და მოსალოდნელია, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ეს მაჩვენებელი 12-15 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.

უკრაინის მთავრობა დათანხმდა დამატებითი მოცულობების მიწოდებას, მაგრამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Naftogaz-ის ჩარჩო შეთანხმების დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.