LIVE

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა - პუტინმა ნაკადების გაზრდის ბრძანება გასცა

28 ოქტ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 635
ევროპაში გაზის ფასი შემცირდა - პუტინმა ნაკადების გაზრდის ბრძანება გასცა
REUTERS/Evgenia Novozhenina/File Photo

ევროპაში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ფასებმა შემცირება დაიწყო. გაჩნდა მოლოდინი, რომ რუსეთიდან საწვავის მიწოდება მომავალ თვეში გაიზრდება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა Gazprom-ს 8 ნოემბრიდან ევროპული მარაგების შევსებაზე ფოკუსირება დაავალა, რაც მიწოდების პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინის რიტორიკა ხელს უწყობს ფასების ცვლილებას: ევროკავშირის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა კრემლი ენერგეტიკის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაში დაადანაშაულა, რასაც რუსეთი კატეგორიულად უარყოფს.

მიუხედავად დადებითი სიგნალებისა, კვლავ არსებობს შეშფოთება, რომ ფასი ცივი ზამთრის შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს, რადგან რუსეთიდან მიწოდება შეზღუდულია და აზიასთან კონკურენცია თხევადი ბუნებრივი აირის ტვირთებისთვის ინტენსიურია.

რუსეთის ფოკუსირება გაზის შიდა რეზერვების აღდგენაზე, რომელიც ამოწურულია მკაცრი ზამთრის შემდეგ, ევროკავშირში Gazprom-ის ობიექტებში შენახვის მცირე მოცულობებთან ერთად, კონტინენტის ბაზრის მთავარი გამოწვევაა. ევროპამ ზამთრის სეზონი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი რეზერვებით დაიწყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ელენა მაზნევა და იესპერ სტარნი