
აშშ-ის "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის" (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას მხარი დაუჭირა.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ პატარა ბავშვებისთვის ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკებს აღემატება. მათი რეკომენდაციით, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შეთავაზებული იქნება ვაქცინის 12+ ასაკის ხალხისთვის განკუთვნილი დოზის მესამედი.
FDA, როგორც წესი, მიჰყვება პანელის რეკომენდაციას, მაგრამ მას ამის ვალდებულება არ აქვს. მარეგულირებლების მიერ ვაქცინაციის საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ში დაახლოებით 28 მილიონამდე ბავშვს აცრის უფლება მიეცემა.
აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე გადაუდებელი ავტორიზაციის საფუძველზე გამოიყენება, 16+ პირებში გამოყენებისთვის კი მას სრული ლიცენზია აქვს მოპოვებული.
ამ დროისთვის საქართველოში ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაშვებული არ არის. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებადართულია 16+ ადამიანებისთვის. 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრის რეკომენდაცია გაიცემა მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ფიონა რეზერფორდი და რობერტ ლანგრეტი