LIVE

გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის სროლის შედეგად ქალი გარდაიცვალა

22 ოქტ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 491
გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის სროლის შედეგად ქალი გარდაიცვალა
GETTY IMAGES

ნიუ-მექსიკოში ფილმის გადასაღებ მოედანზე ჰოლივუდის მსახიობ ალეკ ბოლდუინის სროლას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, სარეკვიზიტო იარაღში ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდა. აშშ-ის შტატის პოლიციის განაცხადებით, იარაღი მე-19 საუკუნის ვესტერნის, Rust-ის გადაღებაზე დაუშვეს. 

დაჭრილი 42 წლის ჰალინა ჰატჩინი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ის უკრაინიდანაა და მოედანზე ოპერატორად მუშაობდა. მასთან ერთად დაიჭრა, 48 წლის ჯოელ სოუზა, ფილმის რეჟისორი. ის მკურნალობას განაგრძობს. 

მსახიობი ბოლდუინი გამომძიებლებს ესაუბრა.

"ის ნებაყოფლობით მოვიდა და დატოვა შენობა მას შემდეგ, რაც გამოკითხვები დაასრულა,” - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

პოლიცია ინციდენტს ამ დრომდე იძიებს. მომხდარის გამო, ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია