LIVE

მთის კურორტებისთვის ახალი რეგულაციები მომზადდა - დეტალები

21 ოქტ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 857
მთის კურორტებისთვის ახალი რეგულაციები მომზადდა - დეტალები

ახალი რეგულაციებით, საქართველოს მთის კურორტებზე დახურულ საბაგირო გონდოლათი, რომელშიც 10 ადამიანი ეტევა, მხოლოდ 8 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთის კურორტებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც კორონავირუსისგან უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს, ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სექტორთან კონსულტაციით მომზადდა და საკოორდინაციო საბჭომ მოიწონა.

"ახალი რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობდა კერძო სექტორიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. მარიამ ქვრივიშვილმა.

ახალი რეგულაციებით, უფრო ინტენსიურად მოხდება უშუალოდ საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, ასევე იმოქმედებს დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეგულაცია. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს, მათ ახალი რეგულაციები არ შეეხება. ამის მიუხედავად, ორივე ტიპის საბაგიროებით მგზავრობის პროცესს მკაცრი მონიტორინგი ჩაუტარდება.