LIVE

ლარი აშშ დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

20 ოქტ 202117:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 797
ლარი აშშ დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1411 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1369 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.42 თეთრი შეადგინა. 

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6531 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6573 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.42 თეთრი შეადგინა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.