LIVE

რა პროდუქტებით ვაჭრობს საქართველო უმსხვილეს პარტნიორებთან

19 ოქტ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1178
რა პროდუქტებით ვაჭრობს საქართველო უმსხვილეს პარტნიორებთან

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი $1.48 მილიარდით კვლავ თურქეთია. $1.14 მილიარდით მეორე ადგილზე რუსეთია, რომელსაც $1 მილიარდით ჩინეთი მოსდევს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ამ ქვეყნების წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 37%-ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ თურქეთში $233.9 მილიონის პროდუქცია გაყიდა, ხოლო იმპორტმა $1.2 მილიარდს გადააჭარბა.

თურქეთში საექსპორტო პროდუქციის TOP-3 შემდეგია:

  • ტრიკოტაჟის ნაწარმი ($48. 3 მლნ)
  • ფეროშენადნობები ($34.2 მლნ) 
  • შავი ლითონები და ჯართი ($23.9 მლნ)

იმპორტირებული პროდუქციის TOP-3 თურქეთიდან:

  • ავტომობილები ($52.7 მლნ)
  • შავი ლითონების მილები და მილაკები ($36.4 მლნ)
  • სამკურნალო საშუალებები ($33.3 მლნ)

რუსეთში მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში $426.6 მილიონი პროდუქციაა ექსპორტირებული. იმპორტმა კი $718.7 მილიონი შეადგინა.

საექსპორტო პროდუქციის TOP-3 რუსეთში:

  • ფეროშენადნობები (115,6 მლნ)
  • ღვინოები ($94.9 მლნ)
  • მინერალური და მტკნარი წყლები ($45.5 მლნ)

იმპორტირებული პროდუქციის TOP-3 რუსეთიდან:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები ( $95.2 მლნ)
  • ნავთობის აირები ($68.3 მლნ)
  • ხორბალი ($62.4 მლნ)

მესამე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ჩინეთში საქართველოდან $478.2 მილიონის პროდუქციაა ექსპორტირებული. იმპორტის მოცულობამ კი $599.9 მილიონს გადააჭარბა.

საექსპორტო პროდუქციის TOP-3 ჩინეთში:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები ($395.7 მლნ)
  • ძვირფასი ლითონების მადნები ($31.3 მლნ)
  • სამედიცინო ხელსაწყოები ($15.2 მლნ)

იმპორტირებული პროდუქციის TOP-3 ჩინეთიდან:

  • მანქანები და მექანიზმები გადაადგილების ამოთხრის ან გაბურღვისთვის ($42.4 მლნ)
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან ($28.6 მლნ)
  • ვაქცინები,სისხლი და იმუნური პროდუქტები ($24.7 მლნ)