LIVE

სად ყიდის საქართველო სამკურნალო საშუალებებს

20 ოქტ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 307
სად ყიდის საქართველო სამკურნალო საშუალებებს

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ $63.6 მილიონის სამკურნალო საშუალებები გაყიდა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს, მთავარი საექსპორტო მიმართულება უზბეკეთია ($30.4 მილიონი). მეორე მსხვილი საექსპორტო მიმართულებაა აზერბაიჯანი ($10.5 მილიონი). $4.3 მილიონის სამკურნალო საშუალებებია ექსპორტირებული სომხეთში.

საქართველო სამკურნალო საშუალებებს ყიდის რუსეთში, ტაჯიკეთში, ირანში, ლატვიაში, ბელორუსში, უკრაინასა და აშშ-ში. გასული წლის საანგარიშო პერიოდში საქართველომ $71.7 მილიონის სამკურნალო საშუალების ექსპორტი განახორციელა.